Friday, April 30, 2010

Wikipedia


15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავიგე, რომ არსებობს ინტერნეტ–ენციკლოპედია, რომელიც ინახავს უამრავ ინფორმაციას ყველაფერზე და ყველაზე. პირველი სახელი რაც ვიკიპედიას "search" ფანჯარაში ჩავწერე, ეს იყო edith piaf, ფრანგი მომღერალი, რომლის შემოქმედებამაც საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. ასე შევიტყვე, რომ თუ ვინმე გამოჩენილი ადამიანის ცხოვრებით დავინტერესდებოდი არ იყო საჭირო წასვლა ბიბლიოთეკაში და საჭირო ლიტერატურის მოძებნა, არა უბრალოდ მაუსის ერთი "დაწკაპუნებით" და ინტერნეტის მეშვეობით, 1 წუთში ვიღებდი საჭირო ინფორმაციას.
ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება.

Thursday, April 29, 2010

Facebook


თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში და ახალი ტექნოლოგიების ჩამოყალიბებასთან ერთადს ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა გზა შეიქმნა. სოციალური ქსელების სიმრავლით ინტერნეტ მომხმარებელს მიეცა საშუალება შეეფასებინა მოვლენები, გამოეთქვა თავისი მოსაზრება და ა.შ
არისტოტელე ამბობდა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო. მისი ეს მოსაზრება დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს.
სოციალური ქსელი, ერთგვარი ვირტუალური თავშეყრის ადგილია, სადაც ადამიანები თავის მეგობრების გარემოცვაში ფოტოებს ათვალიერებენ, საუბრობენ, ჭორაობენ, ახალ მეგობრებს იძენენ.
მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი FaceBook-ია. ანუ, როგორც მას ქართულად უწოდეს, პირწიგნაკი.
Facebook–ი მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელია და მისი აუდიტორია 400 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ამასთან, Facebook–ი კერძო კომპანიაა და ფინანსურ მონაცემებს იმ ფორმატით არ აქვეყნებს, როგორც ეს იმ საჯარო კომპანიებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთა აქციები ბირჟაზე იყიდება. 2007 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50 მილიონი იყო. რადგანაც სოციალური ქსელები ისევ ელიტურ უბანში მდებარე ახალგაზრდული, მოდური ღამის კლუბის სცენას წააგავს - დღეს ვებ-გვერდი ჰიტურია, მეორე დღეს კი უკვე აღარ - შესაძლოა, ველოდოთ, რომ ხალხი აქედანაც მალე გაიკრიფება.
კომპანია Private Equity Data Center (PEDC)–ის ანალიტიკოსების შეფასებით, Facebook–ის სამართლიანი ფასი შესაძლოა 35 მილიარდი დოლარი იყოს. ამჟამად კი სოციალური ქსელის კაპიტალიზაცია 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თავიანთ გათვლებში ანალიტიკოსები ჩვეულებრივი აქციების ღირებულებიდან ამოვიდნენ, რომელიც 16,17 დოლარს აღწევს. იანვარში კომპანიამ ინვესტორებს 19,9 მილიონი ჩვეულებრივი აქციის ოფციონების შეძენა 321 მილიონ დოლარზე მეტად შესთავაზა.
კომერციული ფირმები, არასამეწარმეო ორგანიზაცები, სამთავრობო სტრუქტურები და ვარსკვლავები Facebook-ის გვერდებს ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ, და, მაშასადამე, აყალიბებენ ქსელის იმიტაციას თავად Facebook-ის კედლებში. ქსელური ეფექტები აქაც მუშაობს: მომხმარებლები ცნობილ სახელებს იზიდავენ, რომლებსაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი შემოჰყავს Facebook-ში.
თუ Facebook-ზე ხარ დარეგისტრირებული, ესე იგი იცი, რომ თუ არაფრის გაკეთებას აპირებ, სჯობს ეს არაფერი Facebook-ზე აკეთო. (If you’re going to do nothing, do it on Facebook). ამ საიტზე ბევრი რამეა, რაც ამაში დაგეხმარება. მაგალითად, შეგიძლია, შეხვიდე უამრავ აპლიკაციაში და მერე იწუწუნო, რომ ვეღარ ბლოკავ. ან უარესი_ თვითონ შექმნა რამე აპლიკაცია, yes/no-სტილში. შეგიძლია, მოიფიქრო ქუიზები, თავად შეავსო და სხვებსაც ტვინი შეუჭამო, შეავსეთო. შეგიძლია, ცვალო შენი relationship status და დააკვირდე ხალხის რეაქციას, შეგიძლია, გაწევრიანდე ჯგუფებში და მერე პროვოკაციულად დატოვო ისინი, შეაგროვო 5000-მდე მეგობარი და მერე მოჰყვე მათ დახარისხება-გაფილტრვას, გათხოვდე თურქზე, ან არც გათხოვდე და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი მოგწყინდა და სასოწარკვეთილების ზღვარზე ხარ, სხვას ვეღარაფერს იზამ. შექმენი შენი ფერმა.
Farmville არა მარტო Facebook-ის არამედ, ყველა სოციალური ქსელის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ,,სოციალური” თამაშია. იგი 2009 წლის ივნისში დაიბადა და მას შემდეგ 82,7 მილიონი აქტიური მომხმარებელი და 22,5 მილიონი დარეგისტრირებული ფანი ჰყავს, რაც ამ საიტის მომხმარებელთა 20 %-ია და მსოფლიოს მოსახლეობის 1%. ასე რომ, Facebook-ზე დარეგისტრირებულ ყოველ მეხუთე მომხმარებელს აქვე საკუთარი ფერმა.
მსფოლშიოში ამ ფერმასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ფაქტები არსებობს. მაგალითად მოვიყვანოთ დიდი ბრიტანეთი. ვირტუალური ძროხისთვის,თხებისა და ბატებისთვის თამაშში Farmville, ბრიტანელმა 12 წლის მოზარდმა 1 200 $ დახარჯა, რომელიც მან დედის საკრედიტო ბარათიდან მოხსნა. ფულის გაქრობა მშობელმა მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ შეამჩნია და მისივე თხოვნით Facebook-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა შვილის აქაუნტი. Zynga-მ, რომელიც ამ თამაშის შემქმნელია, უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ დედა და შვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ყველა დედამ უნდა გააკონტროლოს შვილის ქმედებები.
სხვათაშორის სულ ახლახან Farmville-ს გამო თანამდებობიდან დაითხოვეს ქალაქ პლოვდივის (ბულგარეთი) დეპუტატი დიმიტრი კერინი (Dimitar Kerin). რომელიც პირდაპირ სხდომაზე ეწეოდა თავისი ფერმის მეურნეობის განვითარებას. აი ასეთი საინტერესო ფაქტებიც ხდება ხოლმე Facebook–ის ირგვლივ
მოკლედ, თავიდან მეც მძულდა ეს თამაში. როგორია, ყოველდღე ათობით მოთხოვნა მოგდის საჩუქარზე, wall-ზე კი წამდაუწუმ ჩნდება ასეთი პოსტები: საჯინობოს ვაშენებ და ნალები მჭირდება; ძროხა მოწყენილია, თუ გსურს იშვილო, დააჭირე აქ და ასე შემდეგ. ერთადერთი გზა, რომ ამან აღარ შეგაწუხოს ისაა, რომ თვითონაც გახდე Farmville-ის მომხმარებელი. დამიჯერე, იმ დღიდან საჩუქრები მხოლოდ გაგიხარდება და მალე შენც ეტყვი სხვებს ჩატში, პირად წერილში, ან თუნდაც სახალხოდ: მაჩუქე ერთი ძროხა!

Wednesday, April 28, 2010

რა არის RSS?




RSS (Really simple syndication) ანუ ჩვენ ენაზე, ნამდვილად უბრალო სინდიკაცია, არც ისეთი უბრალოა და მარტივი, როგოც განმარტებაშია მოცემული. ჩემნაირი ჩვეულებრივი ინერნეტ მომხარებლისთვის RSS– ჰაკერობასთან და კომპიუტერების ჭიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ყლელაფერი არც ისე რთულია, როგორც ეს ჩემნაირი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ჩანს.
მაინც რა არის RSS?– ამ ტექნოლოგიით გეძლევათ შესაძლებლობა, ჩვენს ვებსაიტზე ინფორმაცია მოიპოვოთ ისე, როგორც ყველაზე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. იმის ნაცვლად, რომ თქვენთვის საინტერესო საიტზე ყოველ ჯერზე მოძებნოთ რომელიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ცნობა, შეგიძლიათ პროგრამები დააყენოთ ისე, რომ ცნობები ავტომატურად, გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდება თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე. RSS-ის გარეშე, მომხმარებლებს მოუწევთ მთელი ვებ-გვერდის ყოველდღიურად შემოწმება, რათა იხილონ განახლებები. ამისათვის კი ბევრ მომხმარებელს არ აქვს დრო. RSS feed-ით ისინი ვებ-გვერდებს შეამოწმებენ სწრაფად RSS აგრიგატორის დახმარებით.
RSS დაწერილია Xml–ში. RSS–ის წასაკითხად საჭიროა სიახლეების წასაკითხი პროგრამა.

Friday, April 9, 2010

Twitter - სოციალური ქსელი


ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი, მიხეილ სააკაშვილი, ჯორჯ კლუნი, როჯერ ფედერერი, ეს ის მცირედია იმ ცნობილი პიროვნებათაგან, რომლებიც თავიანთ მხარდამჭერებსა თუ გულშემატკივრებს Twitter–ის საშუალებით ყოველდღიურად "ეჭიკჭიკებიან".
Twitter ეს მიკრო ბლოგია, სადაც ამ სოციალური ქსელის წევრებს, ყოველდღიურად პატარ–პატარა, მხოლოდ 140 სიტყვიანი მესიჯის გაგზავნა შეუძლიათ, თავნიათი "მიმდევრებისთვის" ანუ Twitter–ის ენაზე რომ ვთქვათ follower-ებისთვის.
სულ რაღაზ რამოდენიმე ხნის წინ, მსოფლიოში ცნობილმა მსახიობმა, დემი მურმა, სწორედ ამ მოჭიკჭიკე სოციუალური ქსელი საშუალებით შეძლო თავისი "მიმდევარის" გადარჩენა სუიციდისაგან.
ამ პატარა მიკრო ბლოგმა, უკვე შეძლო კონკურენციის გაწევა ისეთი გამოცდილი სოციალურ ქსელის მიმართ, როგორიცაა Myspace და facebook.
ამ მოჭიკჭიკე სოციალური ქსელი შემქმნელი კი 33 წლის ჯეკ დორსია.

Wednesday, April 7, 2010

Google Desktop


Google Desktop-ი გუგლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი სერვისია, რომელიც გვიმარტივებს სამუშაო პროცესს. გუგლის ამ სერვის გააჩნია to do list, რომელიც "საქმიან ადამიანს" ახსენებს, რა აქვს გასაკეთებელი და რა უკვე გაკეთებული. ამასთანავე გუგლი გვაწვდის ინფორმაციას მსოფლიოში ყველა ქვეყნის ამინდის შესახებ. ყველაზე დადებითი მხარე რაც google desktop-ს აქვს ეს არის თქვენსავე კომპიუტერში ფაილების სწრაფი ძებნა. ამ შემთხვევაში ჩვენ აგარ გვიწევს დოკუმენტებში შესვლა და იქიდან ფაილის ამოღება, არამედ search ფანჯარაში უბრალოდ ჩაწერთ დოკუმენტის სახელს, თუნდაც ფოტოსი, სიმღერის და ის ეგრე ამოგიგდებთ სასურველ ფაილს.

Friday, March 26, 2010

Google!


ისტორია ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა, იყო სტენფორდის უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტში ორი იღბლიანი სტუდენტი სწავლობდა. ამ ორმა სტუდენტმა ერთ მშვენიერ დღეს შეიმუშავეს ინტერნეტში ინფორმაციის ძიების სისტემა, რომელიც მათსავე სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნებოდა. ძიებისას, შედეგების დალაგების დროს უპირატესობა იმ გვერდებს ენიჭებოდა, რომლებზეც მეტი ლინკი სხვა საიტებზე იყო განთავსებული. სულ ცოტა ხანში იღბლიანმა სტუდენტებმა პროექტის განვითარებისათვის სოლიდური თანხა მიიღეს. ასე მოევლინა კიბერსამყაროს Google.
გუგლის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც ამ დროისათვის 4 მილიარდ 200 მილიონზე მეტ ვებგვერდს შეიცავს, მილიონობით ადამიანს იზიდავს.
გუგლში ინახება 4 მილიარდზე მეტი ვებგვერდი, 880 მილიონზე მეტი სურათი და გრაფიკული გამოსახულება, ასევე ინტერნეტდისკუსიების 845 მილინზე მეტი მესიჯი, სულ - 20 წლის არქივი. ეს ყველაფერი ნათელ სურათს ქმნის ინტერნეტის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
რაც შეეხება სახელს, ეს უცნაური სახელი ერთი სასიამოვნო შეცდომის შედეგია. გუგლის დამაარსებლებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, თავიანთი შედევრისთვის "გუგოლის" შერქმევა უნდოდათ. ეს ტერმინი ასნულიანი ერთეულის სახელწოდებაა, თუმცა ბრინისა და პეიჯის პირველმა ინვესტორმა შეცდომა დაუშვა და 100 ათასი დოლარის საბანკო ჩეკის გამოწერისას საინვესტიციო პროექტს გუგლი უწოდა, ეს იყო 1998 წელს

Wednesday, March 24, 2010

Maika.ge



ბოლო 10 წლის განმავლობაში, საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი გახდა ე.წ "წარწერებიანი" და "ნახატებიანი" მაიკები. გამოდიოდა უამრავი ასეთი სახის მაისური სხვადასხვა გაფორმებებით.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად საქართველოში შეიქმნა ვებ–გვერდი, საიდანაც ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია სულ რაღაც 40 ლარად შექმნას, თავის სურვილისამებრ, მაისური. შეუძლია შეურჩიოს მას ფერი, წარწერა, მოათავსოს სურათი.
www.maika.ge პირველი ვებ–გვერდია, რომელიც ხალხს საშუალებას აძელვს გამოავლინოს თავისი დიზაინერული თვისებები და ამის შემდგომ გამოიწეროს თავისი შექმნილი მაისური.