Friday, April 30, 2010

Wikipedia


15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავიგე, რომ არსებობს ინტერნეტ–ენციკლოპედია, რომელიც ინახავს უამრავ ინფორმაციას ყველაფერზე და ყველაზე. პირველი სახელი რაც ვიკიპედიას "search" ფანჯარაში ჩავწერე, ეს იყო edith piaf, ფრანგი მომღერალი, რომლის შემოქმედებამაც საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. ასე შევიტყვე, რომ თუ ვინმე გამოჩენილი ადამიანის ცხოვრებით დავინტერესდებოდი არ იყო საჭირო წასვლა ბიბლიოთეკაში და საჭირო ლიტერატურის მოძებნა, არა უბრალოდ მაუსის ერთი "დაწკაპუნებით" და ინტერნეტის მეშვეობით, 1 წუთში ვიღებდი საჭირო ინფორმაციას.
ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება.

Thursday, April 29, 2010

Facebook


თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში და ახალი ტექნოლოგიების ჩამოყალიბებასთან ერთადს ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა გზა შეიქმნა. სოციალური ქსელების სიმრავლით ინტერნეტ მომხმარებელს მიეცა საშუალება შეეფასებინა მოვლენები, გამოეთქვა თავისი მოსაზრება და ა.შ
არისტოტელე ამბობდა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო. მისი ეს მოსაზრება დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს.
სოციალური ქსელი, ერთგვარი ვირტუალური თავშეყრის ადგილია, სადაც ადამიანები თავის მეგობრების გარემოცვაში ფოტოებს ათვალიერებენ, საუბრობენ, ჭორაობენ, ახალ მეგობრებს იძენენ.
მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი FaceBook-ია. ანუ, როგორც მას ქართულად უწოდეს, პირწიგნაკი.
Facebook–ი მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელია და მისი აუდიტორია 400 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ამასთან, Facebook–ი კერძო კომპანიაა და ფინანსურ მონაცემებს იმ ფორმატით არ აქვეყნებს, როგორც ეს იმ საჯარო კომპანიებისთვისაა დამახასიათებელი, რომელთა აქციები ბირჟაზე იყიდება. 2007 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 50 მილიონი იყო. რადგანაც სოციალური ქსელები ისევ ელიტურ უბანში მდებარე ახალგაზრდული, მოდური ღამის კლუბის სცენას წააგავს - დღეს ვებ-გვერდი ჰიტურია, მეორე დღეს კი უკვე აღარ - შესაძლოა, ველოდოთ, რომ ხალხი აქედანაც მალე გაიკრიფება.
კომპანია Private Equity Data Center (PEDC)–ის ანალიტიკოსების შეფასებით, Facebook–ის სამართლიანი ფასი შესაძლოა 35 მილიარდი დოლარი იყოს. ამჟამად კი სოციალური ქსელის კაპიტალიზაცია 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თავიანთ გათვლებში ანალიტიკოსები ჩვეულებრივი აქციების ღირებულებიდან ამოვიდნენ, რომელიც 16,17 დოლარს აღწევს. იანვარში კომპანიამ ინვესტორებს 19,9 მილიონი ჩვეულებრივი აქციის ოფციონების შეძენა 321 მილიონ დოლარზე მეტად შესთავაზა.
კომერციული ფირმები, არასამეწარმეო ორგანიზაცები, სამთავრობო სტრუქტურები და ვარსკვლავები Facebook-ის გვერდებს ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ, და, მაშასადამე, აყალიბებენ ქსელის იმიტაციას თავად Facebook-ის კედლებში. ქსელური ეფექტები აქაც მუშაობს: მომხმარებლები ცნობილ სახელებს იზიდავენ, რომლებსაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი შემოჰყავს Facebook-ში.
თუ Facebook-ზე ხარ დარეგისტრირებული, ესე იგი იცი, რომ თუ არაფრის გაკეთებას აპირებ, სჯობს ეს არაფერი Facebook-ზე აკეთო. (If you’re going to do nothing, do it on Facebook). ამ საიტზე ბევრი რამეა, რაც ამაში დაგეხმარება. მაგალითად, შეგიძლია, შეხვიდე უამრავ აპლიკაციაში და მერე იწუწუნო, რომ ვეღარ ბლოკავ. ან უარესი_ თვითონ შექმნა რამე აპლიკაცია, yes/no-სტილში. შეგიძლია, მოიფიქრო ქუიზები, თავად შეავსო და სხვებსაც ტვინი შეუჭამო, შეავსეთო. შეგიძლია, ცვალო შენი relationship status და დააკვირდე ხალხის რეაქციას, შეგიძლია, გაწევრიანდე ჯგუფებში და მერე პროვოკაციულად დატოვო ისინი, შეაგროვო 5000-მდე მეგობარი და მერე მოჰყვე მათ დახარისხება-გაფილტრვას, გათხოვდე თურქზე, ან არც გათხოვდე და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი მოგწყინდა და სასოწარკვეთილების ზღვარზე ხარ, სხვას ვეღარაფერს იზამ. შექმენი შენი ფერმა.
Farmville არა მარტო Facebook-ის არამედ, ყველა სოციალური ქსელის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ,,სოციალური” თამაშია. იგი 2009 წლის ივნისში დაიბადა და მას შემდეგ 82,7 მილიონი აქტიური მომხმარებელი და 22,5 მილიონი დარეგისტრირებული ფანი ჰყავს, რაც ამ საიტის მომხმარებელთა 20 %-ია და მსოფლიოს მოსახლეობის 1%. ასე რომ, Facebook-ზე დარეგისტრირებულ ყოველ მეხუთე მომხმარებელს აქვე საკუთარი ფერმა.
მსფოლშიოში ამ ფერმასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ფაქტები არსებობს. მაგალითად მოვიყვანოთ დიდი ბრიტანეთი. ვირტუალური ძროხისთვის,თხებისა და ბატებისთვის თამაშში Farmville, ბრიტანელმა 12 წლის მოზარდმა 1 200 $ დახარჯა, რომელიც მან დედის საკრედიტო ბარათიდან მოხსნა. ფულის გაქრობა მშობელმა მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ შეამჩნია და მისივე თხოვნით Facebook-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა შვილის აქაუნტი. Zynga-მ, რომელიც ამ თამაშის შემქმნელია, უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ დედა და შვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ყველა დედამ უნდა გააკონტროლოს შვილის ქმედებები.
სხვათაშორის სულ ახლახან Farmville-ს გამო თანამდებობიდან დაითხოვეს ქალაქ პლოვდივის (ბულგარეთი) დეპუტატი დიმიტრი კერინი (Dimitar Kerin). რომელიც პირდაპირ სხდომაზე ეწეოდა თავისი ფერმის მეურნეობის განვითარებას. აი ასეთი საინტერესო ფაქტებიც ხდება ხოლმე Facebook–ის ირგვლივ
მოკლედ, თავიდან მეც მძულდა ეს თამაში. როგორია, ყოველდღე ათობით მოთხოვნა მოგდის საჩუქარზე, wall-ზე კი წამდაუწუმ ჩნდება ასეთი პოსტები: საჯინობოს ვაშენებ და ნალები მჭირდება; ძროხა მოწყენილია, თუ გსურს იშვილო, დააჭირე აქ და ასე შემდეგ. ერთადერთი გზა, რომ ამან აღარ შეგაწუხოს ისაა, რომ თვითონაც გახდე Farmville-ის მომხმარებელი. დამიჯერე, იმ დღიდან საჩუქრები მხოლოდ გაგიხარდება და მალე შენც ეტყვი სხვებს ჩატში, პირად წერილში, ან თუნდაც სახალხოდ: მაჩუქე ერთი ძროხა!

Wednesday, April 28, 2010

რა არის RSS?




RSS (Really simple syndication) ანუ ჩვენ ენაზე, ნამდვილად უბრალო სინდიკაცია, არც ისეთი უბრალოა და მარტივი, როგოც განმარტებაშია მოცემული. ჩემნაირი ჩვეულებრივი ინერნეტ მომხარებლისთვის RSS– ჰაკერობასთან და კომპიუტერების ჭიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ყლელაფერი არც ისე რთულია, როგორც ეს ჩემნაირი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ჩანს.
მაინც რა არის RSS?– ამ ტექნოლოგიით გეძლევათ შესაძლებლობა, ჩვენს ვებსაიტზე ინფორმაცია მოიპოვოთ ისე, როგორც ყველაზე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. იმის ნაცვლად, რომ თქვენთვის საინტერესო საიტზე ყოველ ჯერზე მოძებნოთ რომელიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ცნობა, შეგიძლიათ პროგრამები დააყენოთ ისე, რომ ცნობები ავტომატურად, გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდება თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე. RSS-ის გარეშე, მომხმარებლებს მოუწევთ მთელი ვებ-გვერდის ყოველდღიურად შემოწმება, რათა იხილონ განახლებები. ამისათვის კი ბევრ მომხმარებელს არ აქვს დრო. RSS feed-ით ისინი ვებ-გვერდებს შეამოწმებენ სწრაფად RSS აგრიგატორის დახმარებით.
RSS დაწერილია Xml–ში. RSS–ის წასაკითხად საჭიროა სიახლეების წასაკითხი პროგრამა.

Friday, April 9, 2010

Twitter - სოციალური ქსელი


ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი, მიხეილ სააკაშვილი, ჯორჯ კლუნი, როჯერ ფედერერი, ეს ის მცირედია იმ ცნობილი პიროვნებათაგან, რომლებიც თავიანთ მხარდამჭერებსა თუ გულშემატკივრებს Twitter–ის საშუალებით ყოველდღიურად "ეჭიკჭიკებიან".
Twitter ეს მიკრო ბლოგია, სადაც ამ სოციალური ქსელის წევრებს, ყოველდღიურად პატარ–პატარა, მხოლოდ 140 სიტყვიანი მესიჯის გაგზავნა შეუძლიათ, თავნიათი "მიმდევრებისთვის" ანუ Twitter–ის ენაზე რომ ვთქვათ follower-ებისთვის.
სულ რაღაზ რამოდენიმე ხნის წინ, მსოფლიოში ცნობილმა მსახიობმა, დემი მურმა, სწორედ ამ მოჭიკჭიკე სოციუალური ქსელი საშუალებით შეძლო თავისი "მიმდევარის" გადარჩენა სუიციდისაგან.
ამ პატარა მიკრო ბლოგმა, უკვე შეძლო კონკურენციის გაწევა ისეთი გამოცდილი სოციალურ ქსელის მიმართ, როგორიცაა Myspace და facebook.
ამ მოჭიკჭიკე სოციალური ქსელი შემქმნელი კი 33 წლის ჯეკ დორსია.

Wednesday, April 7, 2010

Google Desktop


Google Desktop-ი გუგლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი სერვისია, რომელიც გვიმარტივებს სამუშაო პროცესს. გუგლის ამ სერვის გააჩნია to do list, რომელიც "საქმიან ადამიანს" ახსენებს, რა აქვს გასაკეთებელი და რა უკვე გაკეთებული. ამასთანავე გუგლი გვაწვდის ინფორმაციას მსოფლიოში ყველა ქვეყნის ამინდის შესახებ. ყველაზე დადებითი მხარე რაც google desktop-ს აქვს ეს არის თქვენსავე კომპიუტერში ფაილების სწრაფი ძებნა. ამ შემთხვევაში ჩვენ აგარ გვიწევს დოკუმენტებში შესვლა და იქიდან ფაილის ამოღება, არამედ search ფანჯარაში უბრალოდ ჩაწერთ დოკუმენტის სახელს, თუნდაც ფოტოსი, სიმღერის და ის ეგრე ამოგიგდებთ სასურველ ფაილს.

Friday, March 26, 2010

Google!


ისტორია ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა, იყო სტენფორდის უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტში ორი იღბლიანი სტუდენტი სწავლობდა. ამ ორმა სტუდენტმა ერთ მშვენიერ დღეს შეიმუშავეს ინტერნეტში ინფორმაციის ძიების სისტემა, რომელიც მათსავე სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნებოდა. ძიებისას, შედეგების დალაგების დროს უპირატესობა იმ გვერდებს ენიჭებოდა, რომლებზეც მეტი ლინკი სხვა საიტებზე იყო განთავსებული. სულ ცოტა ხანში იღბლიანმა სტუდენტებმა პროექტის განვითარებისათვის სოლიდური თანხა მიიღეს. ასე მოევლინა კიბერსამყაროს Google.
გუგლის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც ამ დროისათვის 4 მილიარდ 200 მილიონზე მეტ ვებგვერდს შეიცავს, მილიონობით ადამიანს იზიდავს.
გუგლში ინახება 4 მილიარდზე მეტი ვებგვერდი, 880 მილიონზე მეტი სურათი და გრაფიკული გამოსახულება, ასევე ინტერნეტდისკუსიების 845 მილინზე მეტი მესიჯი, სულ - 20 წლის არქივი. ეს ყველაფერი ნათელ სურათს ქმნის ინტერნეტის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
რაც შეეხება სახელს, ეს უცნაური სახელი ერთი სასიამოვნო შეცდომის შედეგია. გუგლის დამაარსებლებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, თავიანთი შედევრისთვის "გუგოლის" შერქმევა უნდოდათ. ეს ტერმინი ასნულიანი ერთეულის სახელწოდებაა, თუმცა ბრინისა და პეიჯის პირველმა ინვესტორმა შეცდომა დაუშვა და 100 ათასი დოლარის საბანკო ჩეკის გამოწერისას საინვესტიციო პროექტს გუგლი უწოდა, ეს იყო 1998 წელს

Wednesday, March 24, 2010

Maika.ge



ბოლო 10 წლის განმავლობაში, საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი გახდა ე.წ "წარწერებიანი" და "ნახატებიანი" მაიკები. გამოდიოდა უამრავი ასეთი სახის მაისური სხვადასხვა გაფორმებებით.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად საქართველოში შეიქმნა ვებ–გვერდი, საიდანაც ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია სულ რაღაც 40 ლარად შექმნას, თავის სურვილისამებრ, მაისური. შეუძლია შეურჩიოს მას ფერი, წარწერა, მოათავსოს სურათი.
www.maika.ge პირველი ვებ–გვერდია, რომელიც ხალხს საშუალებას აძელვს გამოავლინოს თავისი დიზაინერული თვისებები და ამის შემდგომ გამოიწეროს თავისი შექმნილი მაისური.

Friday, March 19, 2010

Ebay


Ebay ეს არის ამერიკული ონლაინ აუქციონი და ამასთანავვე ინტერნეტ მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია შეიძინოს ყველანარი სახის პროდუქცია.
ინტერნეტ აუქციონი Ebay პიერ ომიდიარმა 1995 წლის 3 სექტემბერს შექმნა. პირველი პროდუქცია, რომელიც აუქციონის სახით 14 დოლარად გაიყიდა, გატეხილი ლაზერული ისარი იყო. როგორც შემდგომ გაირკვა მყიდველი გატეხილი ლაზერების კოლექციონერი იყო.
მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიამ უკვე სხვა ნივთების აუქციონზე გატანა გადაწყვიტა და ამ სტრატეგიამ გაამართლა, რადგან Ebay-ის შემოსავალი ყოველდღიურად იზრდებოდა.
Ebay-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად დღეს amazon.com ითვლება, რომელის მეშვეობითან ინტერნეტ მომხმარებელს ყველანაირი პროდუქციის შეძენა შეუძლია.

Wednesday, March 17, 2010

ინტერნეტ ანალიტიკა


Google-ის დახმარებით, ინტერნეტ მომხმარებელს აქვს საშუალება,გაიგოს თავისი ვებ–გვერდის, ბლოგის, საიტის და ა.შ სტატისტიკა. რამდენად "პოპულარულია" ის საზოგადოებაში. მომხმარებლის რომელი სეგმენტი სარგებლობს თქვენი პროდუქციით, რომელი ქვეყნის მოქალაქე ათვალიერებს თქვენს საიტს, რომელი ინტერნეტ ბრაუზერიდან შემოდის ის თქვენს სისტემაში, რა ინტერნეტ ქსელით სარგებლობს და ა.შ
Google Analytics არის ამის ერთ–ერთი ყველაზე ზუსტი და ცნობილი საშუალება, რომ ჩვენ გავიგოთ ჩვენი ვებ–გვერდის სტატისტიკა.
საქართველოშიც არსებობს მსგავსი ანალიტიკური საშუალება, თუმცა არც ისეთი დახვეწილია, როგორც Google. ასეთია მაგ: www.top.ge

Saturday, March 13, 2010

ქართული მედია სივრცე


''ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი” ეს არის პირველი, ქართული ბიზნეს მედია-ჰოლდინგი, რომელიც მუშაობს მას-მედიის სფეროში, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპანია ინფორმაციას მოიპოვებს პირველწყაროდან, რაც უზრუნველყოფს მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაციის ექსკლუზიურობას.
კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, მოთხოვნილებებს. ახდენს ინფორმაციის დივერსიფიკაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლამდე.




მომზადებულია:

http://www.gbc.ge

Friday, March 12, 2010

Browser


ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტების“ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან.
Internet Explorer (IE, ინტერნეტ ექსპლორერი) — მაიკროსოფტის (Microsoft Inc.) უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. IE ყველაზე პოპულარული ბრაუზერია მომხმარებელთა რიცხვით მიხედვით. დღევანდელი დღის მონაცემებით IE-ის ბაზრის წილი შეადგენს მიახლოებით 68%, მისი უახლოესი მდევრის Firefox-ის 22%-თან შედარებით.ინტერნეტ ექსპლორერი მაიკროსოფტ ვინდოუსის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. მაიკროსოფტი საკუთარ ბრაუზერს უპირობოდ ვინდოუსთან ერთად ჰყიდის ვინდოუს 95 ვერსიის გამოსვლის შემდეგ.

მომზადებულია:
http://wapedia.mobi/ka/Internet_Explorer

Wednesday, March 10, 2010

საძიებო სისტემები


საძიებო სისტემა არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდებამსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.
პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს.
1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

მომზადებულია
http://ka.wikipedia.org/wiki/

Saturday, February 20, 2010

მედია სივრცის განვითარება


თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში და ახალი ტექნოლოგიების ჩამოყალიბებასთან ერთად მედიის ფუნქციები და შესაძლებლობები უფრო გაიზარდა. ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზა შეიქმნა. სოციალური ქსელების სიმრავლით ინტერნეტ მომხმარებელს მიეცა საშუალება შეეფასებინა მოვლენები, რომლებსაც მედია დიდ ყურადღებას უთმობდა.
ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაიწყეს ახალი გზების ძიება,რათა უკეთ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია. მაგ: გაზეთებმა, რადიოებმა, ტელევიზიებმა შექმნეს საკუთარი ვებ–გვერდები სადაც ინტერნტეტ მომხმარებელი შეძლებდა სასურველი ინფორმაციის მიღებას.
გაჩნდა ვიდეო პორტალები, სადაც შესაძლებელი გახდა გადაცემის ჩანაწერების, საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირში ყურება.

Friday, February 19, 2010

Web 2.0



Web 2.0 ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ზრდიან ჩვენს შესაძლებლობებს მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საინტერესო ინფორმაცია. ამ ტექნოლოგიების მთავარი მახასიათებელია მათი ღიაობა: ღია სტანდარტები, ღია პროგრამული უზრუნველყოფა და ღია კონტენტი. რაც Web 1–ისთვის არ იყო დამახასიათებელი.
Web 2.0–ს აქვს პროგრამები, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მოიძიოს უფასოდ ინფორმაცია. მაგ: wikipedia და google.
Web 2.0 ტექნოლოგიები ხელს უწყობენ დისკუსიის და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ურთიერთობა რეალურ აუდიტორიასთან მოითხოვს მათგან გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას. ამის საუკეთესო მაგალითია ბლოგები.
ძალიან საინტერესო არჩევანი გააკეთა ჟურნალმა Time წლის პერსონის შერჩევისას. 2006 წლის პერსონად გამოცხადდა ყველა ის ადამიანი, ვისაც Web 2.0-ის განვითარებაში შეაქვს წვლილი.
ჟურნალის განმარტებით 2006 წელი ხასიათდება თემების და თანამშრომლობის ადრე არნახული ტემპებით ზრდით. ეს იყო Wikipedia-ს, YouTube-ის და MySapce-ის წელიწადი. ეს იყო Web 2.0-ის ტექნოლოგიების განვითარების წელი.

მომზადებულია:
http://jemalisblogi.blogspot.com/search/label/Web%202.0
http://www.sandroasatiani.com/_sanPersonal/_UG/Online_Communications_For_Jurnalists/02_web02.pdf

Thursday, February 18, 2010

ქართული ფონტები


შრიფტი ეს არის ასოების, ციფრების, ნიშნებისა და სიმბოლოების ერთობლიობა. თავიდან შრიფტი შეიქმნა ტიპოგრაფიისთვის, ხოლო შემდგომ უკვე კომპიუტერებშიც გამოიყენებოდა.
ქართული შრიფტის ისტორია 1980 წლიდან იწყება.
თავდაპირველად, ქართველმა პროგრამისტებმა ქართული შრიფტი ლათინურს მიაბეს, რაც ზოგჯერ დაბრკოლებებს ქმნიდა. მაგ: იმ შემთვევაში თუ სხვა მომხმარებლს არ ექნებოდა ის შრიფტი, რომლითაც ტექსტი იყო აკრეფილი (ამ შემთხვევაში “acadnusx” ) ის ტექსტს ვერ წაიკითხავდა, რადგან მისი კომპიუტერი ამ შრიფტს ლათინურად აღიქვამდა.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შექმნა ფონტი რომელსაც ჰქვია “Sylfaen”, რომელიც შექმნილია ბესარიონ გუგუშვილის მიერ. ამ ფონტს აქვს 751 სიმბოლო და მისი უნიკოდი არის (utf–8). რაც შეეხება დამწერლობას, ეს არის მხედრული ნუსხური და მხედრული მთავრული.
დღეს საქართველოში 600 ფონტია შექმნილი.


მომზადებულია:
http://www.vletter.com/aboutfonts.htm
http://fonts.ge/ka/font/126/Sylfaen

Wednesday, February 17, 2010

Free ware programs



Free ware ეს არის უფასო პროგრამები, რომლის გამოყენება ყველა მსურველს შეუძლია და რომლის მოხმარებაც ულიმიტოა ანუ უვადო. ასეთ პროგრამებს არ სჭირდებათ არანაირი კოდები.
Free ware არის პროგრამა, რომელიც მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად “დაუკოპიროს” თავის მეგობარს. თუმცა შესაძლებელია იყოს შეზღუდვებიც, თუ ეს პროგრამა კომერციული მიზნებით იქნა გამოყენებული. არის ასეთი სახის პროგრამები, რომელთ გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ არა გაყიდვა.
Free ware ძალზედ გასხვავდება FreeSoftware–ის პროგრმაებისგან. ამ უკანასკნელს ევალება პროგრამის უზრუნველყოფა, ამ შემთხვევაში არ არის არანაირი შეზღუდვები (თუ არ ჩავთვლით მინიმალურ შეზღუდვებს), უფრო მეტიც თვითონ მომხმარებელს აქვს უფლება შეცვალოს პროგრამის შიდა ფორმები.
ტერმინი free ware ანდრიუ ფლუგელმა 1980 წელს გამოიყენა.



ტექსტი მომზადებულია http://www.linfo.org/freeware.html – დაყრდნობით

Wednesday, February 10, 2010

ინტერნეტი



ინტერნეტი არის "მსოფლიო-ქსელი", ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.
ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) - ეს იყო „დედაენა".


ბლოგი ეს არის რამოდენიმე ადამიანის მიერ წარმოებული ვებ-საიტი, სადაც განიხილება სხვადასხვა მოვლენები, იმართება დისკუსიები და ა.შ. აქ ასევე შეიძლება ატვირთო ვიდეო ან აუდიო მასალები.
ბლოგი ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას, ის ასევე შეიცავს კომენატრებსაც და აგრეთვე წარმოადგენს ონლაინ დღიურსაც.
ბლოგენზე შეიძლება ასევე რეკლამის განთავსებაც.
არსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორს შინაარსით ასევე შექმის გზებითაც.