Friday, March 26, 2010

Google!


ისტორია ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა, იყო სტენფორდის უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტში ორი იღბლიანი სტუდენტი სწავლობდა. ამ ორმა სტუდენტმა ერთ მშვენიერ დღეს შეიმუშავეს ინტერნეტში ინფორმაციის ძიების სისტემა, რომელიც მათსავე სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნებოდა. ძიებისას, შედეგების დალაგების დროს უპირატესობა იმ გვერდებს ენიჭებოდა, რომლებზეც მეტი ლინკი სხვა საიტებზე იყო განთავსებული. სულ ცოტა ხანში იღბლიანმა სტუდენტებმა პროექტის განვითარებისათვის სოლიდური თანხა მიიღეს. ასე მოევლინა კიბერსამყაროს Google.
გუგლის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც ამ დროისათვის 4 მილიარდ 200 მილიონზე მეტ ვებგვერდს შეიცავს, მილიონობით ადამიანს იზიდავს.
გუგლში ინახება 4 მილიარდზე მეტი ვებგვერდი, 880 მილიონზე მეტი სურათი და გრაფიკული გამოსახულება, ასევე ინტერნეტდისკუსიების 845 მილინზე მეტი მესიჯი, სულ - 20 წლის არქივი. ეს ყველაფერი ნათელ სურათს ქმნის ინტერნეტის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
რაც შეეხება სახელს, ეს უცნაური სახელი ერთი სასიამოვნო შეცდომის შედეგია. გუგლის დამაარსებლებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, თავიანთი შედევრისთვის "გუგოლის" შერქმევა უნდოდათ. ეს ტერმინი ასნულიანი ერთეულის სახელწოდებაა, თუმცა ბრინისა და პეიჯის პირველმა ინვესტორმა შეცდომა დაუშვა და 100 ათასი დოლარის საბანკო ჩეკის გამოწერისას საინვესტიციო პროექტს გუგლი უწოდა, ეს იყო 1998 წელს

Wednesday, March 24, 2010

Maika.ge



ბოლო 10 წლის განმავლობაში, საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი გახდა ე.წ "წარწერებიანი" და "ნახატებიანი" მაიკები. გამოდიოდა უამრავი ასეთი სახის მაისური სხვადასხვა გაფორმებებით.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად საქართველოში შეიქმნა ვებ–გვერდი, საიდანაც ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია სულ რაღაც 40 ლარად შექმნას, თავის სურვილისამებრ, მაისური. შეუძლია შეურჩიოს მას ფერი, წარწერა, მოათავსოს სურათი.
www.maika.ge პირველი ვებ–გვერდია, რომელიც ხალხს საშუალებას აძელვს გამოავლინოს თავისი დიზაინერული თვისებები და ამის შემდგომ გამოიწეროს თავისი შექმნილი მაისური.

Friday, March 19, 2010

Ebay


Ebay ეს არის ამერიკული ონლაინ აუქციონი და ამასთანავვე ინტერნეტ მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია შეიძინოს ყველანარი სახის პროდუქცია.
ინტერნეტ აუქციონი Ebay პიერ ომიდიარმა 1995 წლის 3 სექტემბერს შექმნა. პირველი პროდუქცია, რომელიც აუქციონის სახით 14 დოლარად გაიყიდა, გატეხილი ლაზერული ისარი იყო. როგორც შემდგომ გაირკვა მყიდველი გატეხილი ლაზერების კოლექციონერი იყო.
მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიამ უკვე სხვა ნივთების აუქციონზე გატანა გადაწყვიტა და ამ სტრატეგიამ გაამართლა, რადგან Ebay-ის შემოსავალი ყოველდღიურად იზრდებოდა.
Ebay-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად დღეს amazon.com ითვლება, რომელის მეშვეობითან ინტერნეტ მომხმარებელს ყველანაირი პროდუქციის შეძენა შეუძლია.

Wednesday, March 17, 2010

ინტერნეტ ანალიტიკა


Google-ის დახმარებით, ინტერნეტ მომხმარებელს აქვს საშუალება,გაიგოს თავისი ვებ–გვერდის, ბლოგის, საიტის და ა.შ სტატისტიკა. რამდენად "პოპულარულია" ის საზოგადოებაში. მომხმარებლის რომელი სეგმენტი სარგებლობს თქვენი პროდუქციით, რომელი ქვეყნის მოქალაქე ათვალიერებს თქვენს საიტს, რომელი ინტერნეტ ბრაუზერიდან შემოდის ის თქვენს სისტემაში, რა ინტერნეტ ქსელით სარგებლობს და ა.შ
Google Analytics არის ამის ერთ–ერთი ყველაზე ზუსტი და ცნობილი საშუალება, რომ ჩვენ გავიგოთ ჩვენი ვებ–გვერდის სტატისტიკა.
საქართველოშიც არსებობს მსგავსი ანალიტიკური საშუალება, თუმცა არც ისეთი დახვეწილია, როგორც Google. ასეთია მაგ: www.top.ge

Saturday, March 13, 2010

ქართული მედია სივრცე


''ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი” ეს არის პირველი, ქართული ბიზნეს მედია-ჰოლდინგი, რომელიც მუშაობს მას-მედიის სფეროში, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპანია ინფორმაციას მოიპოვებს პირველწყაროდან, რაც უზრუნველყოფს მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაციის ექსკლუზიურობას.
კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, მოთხოვნილებებს. ახდენს ინფორმაციის დივერსიფიკაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლამდე.




მომზადებულია:

http://www.gbc.ge

Friday, March 12, 2010

Browser


ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტების“ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან.
Internet Explorer (IE, ინტერნეტ ექსპლორერი) — მაიკროსოფტის (Microsoft Inc.) უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. IE ყველაზე პოპულარული ბრაუზერია მომხმარებელთა რიცხვით მიხედვით. დღევანდელი დღის მონაცემებით IE-ის ბაზრის წილი შეადგენს მიახლოებით 68%, მისი უახლოესი მდევრის Firefox-ის 22%-თან შედარებით.ინტერნეტ ექსპლორერი მაიკროსოფტ ვინდოუსის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. მაიკროსოფტი საკუთარ ბრაუზერს უპირობოდ ვინდოუსთან ერთად ჰყიდის ვინდოუს 95 ვერსიის გამოსვლის შემდეგ.

მომზადებულია:
http://wapedia.mobi/ka/Internet_Explorer

Wednesday, March 10, 2010

საძიებო სისტემები


საძიებო სისტემა არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდებამსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.
პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს.
1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

მომზადებულია
http://ka.wikipedia.org/wiki/