Friday, March 26, 2010

Google!


ისტორია ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა, იყო სტენფორდის უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტში ორი იღბლიანი სტუდენტი სწავლობდა. ამ ორმა სტუდენტმა ერთ მშვენიერ დღეს შეიმუშავეს ინტერნეტში ინფორმაციის ძიების სისტემა, რომელიც მათსავე სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნებოდა. ძიებისას, შედეგების დალაგების დროს უპირატესობა იმ გვერდებს ენიჭებოდა, რომლებზეც მეტი ლინკი სხვა საიტებზე იყო განთავსებული. სულ ცოტა ხანში იღბლიანმა სტუდენტებმა პროექტის განვითარებისათვის სოლიდური თანხა მიიღეს. ასე მოევლინა კიბერსამყაროს Google.
გუგლის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც ამ დროისათვის 4 მილიარდ 200 მილიონზე მეტ ვებგვერდს შეიცავს, მილიონობით ადამიანს იზიდავს.
გუგლში ინახება 4 მილიარდზე მეტი ვებგვერდი, 880 მილიონზე მეტი სურათი და გრაფიკული გამოსახულება, ასევე ინტერნეტდისკუსიების 845 მილინზე მეტი მესიჯი, სულ - 20 წლის არქივი. ეს ყველაფერი ნათელ სურათს ქმნის ინტერნეტის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
რაც შეეხება სახელს, ეს უცნაური სახელი ერთი სასიამოვნო შეცდომის შედეგია. გუგლის დამაარსებლებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, თავიანთი შედევრისთვის "გუგოლის" შერქმევა უნდოდათ. ეს ტერმინი ასნულიანი ერთეულის სახელწოდებაა, თუმცა ბრინისა და პეიჯის პირველმა ინვესტორმა შეცდომა დაუშვა და 100 ათასი დოლარის საბანკო ჩეკის გამოწერისას საინვესტიციო პროექტს გუგლი უწოდა, ეს იყო 1998 წელს

No comments:

Post a Comment