Friday, March 19, 2010

Ebay


Ebay ეს არის ამერიკული ონლაინ აუქციონი და ამასთანავვე ინტერნეტ მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია შეიძინოს ყველანარი სახის პროდუქცია.
ინტერნეტ აუქციონი Ebay პიერ ომიდიარმა 1995 წლის 3 სექტემბერს შექმნა. პირველი პროდუქცია, რომელიც აუქციონის სახით 14 დოლარად გაიყიდა, გატეხილი ლაზერული ისარი იყო. როგორც შემდგომ გაირკვა მყიდველი გატეხილი ლაზერების კოლექციონერი იყო.
მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიამ უკვე სხვა ნივთების აუქციონზე გატანა გადაწყვიტა და ამ სტრატეგიამ გაამართლა, რადგან Ebay-ის შემოსავალი ყოველდღიურად იზრდებოდა.
Ebay-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად დღეს amazon.com ითვლება, რომელის მეშვეობითან ინტერნეტ მომხმარებელს ყველანაირი პროდუქციის შეძენა შეუძლია.

1 comment:

  1. კაი "პოსტია", ის ლაზერების ისტორია ძალიან მომეწონა. ანუ მსგავსი ტიპის ინფორმაციები შენს ნაწერს საინტერესოს ხდის მკიტხველისათვის.

    ReplyDelete