Wednesday, March 10, 2010

საძიებო სისტემები


საძიებო სისტემა არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდებამსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.
პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს.
1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

მომზადებულია
http://ka.wikipedia.org/wiki/

1 comment:

  1. კარგი ტექსტია, წყაროც მოყვანილი გყავს. უბრალოდ ლინკი ვიზუალურად შეიძლება უფრო მოკლე იყოს. შემახსენე ლექციაზე და აგიხსნი რას ვგულისხმობ. ეგებ თავად ტექსტშიც გააკეთო ლინკები. მაგალითად PageRank-იც შეიძლება ლინკი ყოფილიყო მაგალითად ვიკიპედიაზე, იმ სტატიაზე რომელიც ამ სიტყვას განმარტავს.

    ReplyDelete